თავში

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს - VIDEO

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს
თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს და ის კლინიკის მართვას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

"დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის, ინფექციუფი საავადმყოფოს დირექტორი რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს მართვას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია. მან თავად მთხოვა მედიისთვის და საზოგადოებისთვის გამეკეთებინა განმარტება. საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია რომ ის თანამდებობას ტოვებდა ჩემთვის უცნობია. მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად. გუშინ გვქონდა სამომავლო გეგმებზეც საუბარი და მას არ უხსენებია მსგავსი რამ, რომ ის აპირებდა წასვლას. ბატონი თენგიზი აგრძელებს კლინიკების მართვას," - განაცხადა გიორგი ბერიძემ. 

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

მოგვიანებით, report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებს 19:00 საათზე შეხვდებოდა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system