თავში

თენგიზ ცერცვაძემ სიკვდილიანობის ზრდის 3 მიზეზი დაასახელა

თენგიზ ცერცვაძემ სიკვდილიანობის ზრდის 3 მიზეზი დაასახელა
თენგიზ ცერცვაძემ სიკვდილიანობის ზრდის 3 მიზეზი დაასახელა

გარდაცვალების მატება პიკს მოჰყვება - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ასევ ერთ-ერთი მიზეზია დაგვიანებული ჰოზპიტალიზაცია და ვაქცინაციის დაბალი ტემპი. 

„სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ერთი თვის წინ გვქონდა მესამე ტალღა. გარდაცვალებების მატება პიკს მოჰყვება დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ. მძიმე პაციენტების რეანიმაციაში შემოყვანიდან დაახლოებით ამ ხანს შემდეგ დგება გარდაცვალება. ეს ერთი მიზეზი, ხოლო მეორე არის დაგვიანებული შემთხვევები. მე ამაზე ძალიან ბევრჯერ განვაცხადე - ჩვენ დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, მათ შორის ახალი მიდგომები და მედიკამენტები, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ, თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში. შემოდიან უკვე სარეანიმაციო პაციენტები და შემოყვანის დღიდან საჭირო ხდება მათი ინტუბირება, შემდეგ კი მათი გადარჩენა ძალიან ძნელია. მესამე მიზეზია ვაქცინირების დაბალი პროცენტულობა. იმ ქვეყნებში სადაც სიკვდილიანობა შემცირდება, მოსახლეობის ნახევარი ვაქცინირებულია. თქვენ იცით, რომ ვაქცინა უპირველესად სიკვდილისა და მძიმე შემთხვევებისგან გვიცავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system