თავში

თენგიზ ცერცვაძეს ქართულ ფანტასტიკაში იღებენ

თენგიზ ცერცვაძეს ქართულ ფანტასტიკაში იღებენ
თენგიზ ცერცვაძეს ქართულ ფანტასტიკაში იღებენ

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ფილმში იღებენ. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში, ცერცვაძე საკუთარ თავს განასახიერებს. 

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ახალ ქართულ ფილმში ეპიზოდური როლი ექნება. 

ფილმი საფრანგეთიდან დაბრუნებულ წყვილზეა, რომელიც პანდემიის გამო ერთმანეთს ვერ ხვდება, სუნთქვითი ვარჯიშებით კი, ისინი დროში გადაადგილებას სწავლობენ და ქართულ ისტორიულ პერსონაჟებს ხვდებიან. პირველი, ვისაც ერთ-ერთი გმირი, კომიდან გამოსვლის შემდეგ დაინახავს, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება. 

გადაღებები წლის ბოლოს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system