თავში

თეონა ცხომელიძე: მქონდა ბევრი კონტაქტი, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი

თეონა ცხომელიძე: მქონდა ბევრი კონტაქტი, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი
თეონა ცხომელიძე: მქონდა ბევრი კონტაქტი, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე აცხადებს, რომ სიმპტომებიდან მხოლოდ ტემპერატურა აქვს და მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს. 

მისივე თქმით, მჭირდო კონტაქტი ჰქონდა თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთანაც.

"დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი. მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სავადაუდოდ ჩემი დაინფიცირება მოხდა თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც ჩემს გადაცემაში იყო სტუმრად. ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ. სამწუხაროდ სამსახურში მქონდა ბევრი კონტაქტი, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი, ასევე, ოჯახის წევრებთან და ყველაზე მეტად ახლა მათზე ვნერვიულობ, იმ ადამიანების გამო, რომლებიც შეიძლება ჩემგან დაინფიცირდნენ," - განაცხადა თეონა ცხომელიძემ. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში კორონავირუსი ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს დღეს დაუდასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system