თავში

თეონა ცხომელიძე: უცნაური სიმპტომები ჰქონია კოვიდს

თეონა ცხომელიძე: უცნაური სიმპტომები ჰქონია კოვიდს
თეონა ცხომელიძე: უცნაური სიმპტომები ჰქონია კოვიდს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახე, თეონა ცხომელიძე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. ჟურნალისტი კორონავირუსისათვის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს და ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს. 

"უცნაური სიმპტომები აქვს კოვიდს, რაც არ ვიცოდი და ყველა ის ადამიანი უნდა იყოს ყურადღებით, ვისაც შეიძლება ეს სიმპტომები ჰქონდეს. მე ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო და არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არის: ზურგის ტკივილი და სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხები... ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ როგორ მივხდეთ რომ კოვიდია, თუ უსიმპტომო ხარ, რატომ მიხვედი ექიმთან და ა.შ. ექიმთან მივედი, რადგან ღამით მქონდა სიცხე და ვალდებული ვიყავი ცხელების ცენტრში მივსულიყავი", - ამბობს ცხომელიძე. 

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ძალიან მინშვნელოვანია, გვეკეთოს პირბადე. 

"როცა ვარკვევდით სად, ვისთან ვიყავი, აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ორივე ადამიანს გვეკეთა პირბადე, ყველა ის კონტაქტი გამოირიცხა… ნებისმიერ დროს პირბადის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა გადავარჩენთ”,- ამბობს თეონა ცხომელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system