თავში

"თერგის" ბაზრობაზე ხანძრის შედეგებს ითვლიან

"თერგის" ბაზრობაზე ხანძრის შედეგებს ითვლიან
თერგის ბაზრობაზე ხანძრის შედეგებს ითვლიან

ჯერჯერობით უცნობია, აუნაზღაურდებათ თუ არა დამწვარი სავაჭრო ცენტრის, "თერგის" მოვაჭრეებს ზარალი. "თერგის" დირექტორის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრში ალტერნატიული ექსპერტიზა დაინიშნა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თავად ობიექტის ადმინისტრაციამ მიმართა. მისი თქმით, თავად მოვაჭრეები არიან დაინტერესებული ზარალის ობიექტური შეფასებთ და საქმის გამძიებით. 

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთვება თავისთავად ცხადია, რადგან ჩვენ გვაინტერესებს რამ გამოიწვია ხანძარი. რამდენადაც ვიცი, ახლაც მუშაობენ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები იმ მოვაჭრეებთან, რათა დაადგინონ ზარალის ოდენობა. ჩვენი ადმინისტრაციაც ფიქრობს, რომ მივიღოთ მონაწილეობა და დავეხმაროთ ამ მოვაჭრეებს. რამდენადაც მე ვიცი, ორს ჰქონდა დაზღვეული მხოლოდ. რამდენიმე დღეში აღვადგენთ იმ საწყობებს, რათა ამ მოვაჭრეებს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მივცეთ" - განაცხადა "თერგის" წარმომადგენელმა ალექსანდრე იაშვილმა.

სადაზღვევო კომპანია კი აცხადებს, რომ ზარალს მხოლოდ იმ კონკრეტული მაღაზიებს აუნაზღაურებს, ვისაც დაზღვევა ჰქონდა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული report.ge-ისთან საუბრისას ამბობ ხანძარი მისი საწყობის კედელზე დამონტაჟებულ კონდიციონერს გაუჩნდა და თითქმის ყველაფერი განადგურდა. 

„პირველ სართულზე მოვაჭრეების მაღაზიას აქვს კონდიციონერი, რომლის გაყვანილობა შემოდის ჩემს საწყობში, სწორედ ამ გაყვანილობას წაეკიდა ცეცხლი და გავრცელდა ჩემს საწყობში. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რამდენია ზარალი, არანაირი დაზღვევა არ გვაქვს ადმინისტრაციაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეხმარება 15 000-ით თუ პროკურატურა დაზარალებულის სტატუს მოგვანიჭებს და საბუთს წარვადგენთ, ისიც იმ შემთხვევაში თუ ჩვენი საქონელი 15 000 და მეტის იქნებოდა თუ ამ თანხაზე ნაკლები იქნება არაფერს არ მოგვცემენ. ეგ არის მაქსიმუმი. შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტიც იზარალო, თუმცა ამ თანხაზე მეტს არ აგვინაზღაურებენ. სხვა შეღავეათებზე ადმინისტრაციასტან ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ადრე იყო შემთხვევები როდესაც დაზარალებულები მცირე დროით უფასოდ მუშაობის უფლება მისცეს და შესაძლებელია ანალოგიური გააკეთონ ახლაც“ - განაცხადა დაზარალებულმა. 

სავაჭრო ობიექტზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად 250 კვადრატული ფართობი დაიწვა. 

ხანძარი სავაჭრო ცენტრში 2 ოქტომბერს გაჩნდა, რომლის შედეგად, საერთო ჯამში, 7 ობიექტი დაიწვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system