თავში

ტერორისტივით შემოვიდა საქართველოში, "სმეტანებში" დაიმალა - თორნიკე მოლაშვილი

ტერორისტივით შემოვიდა საქართველოში, "სმეტანებში" დაიმალა
ტერორისტივით შემოვიდა საქართველოში, სმეტანებში დაიმალა - თორნიკე მოლაშვილი

რუსთავის 12-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. აქციაზე სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. მისმა ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური ვითარებაში არეულობის შემოსატანად შემოვიდა. 

"მიხეილ სააკაშვილს ვერასოდეს ექნება პოლიტპატიმრის სტატუსი. პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ტერორისტივით შემოვიდა საქართველოში, "სმეტანებში" დაიმალა, იმის ნაცვლად, რომ კაცურად შემოსულიყო.

გვინდა გავიხსენოთ ვის რას უკეთებდნენ, როგორ უსწორდებოდნენ დაპატიმრებულების მეუღლეებს და შვილებს. მე მინდა ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყურით გაიგოს. ამ კაცს სიმართლე, მეობა და ზნეობა არ გააჩნია. თვალს არ დაახამხამებს ისე გამოასალმებს რამოდენიმე ათეულ და ასეულ კაცს სიცოცხლეს", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს შემოვიდა. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს და დაკავების დღიდან შიმშილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system