თავში

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა
თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა

გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებია, რომელთა რაოდენობაც 19-მდე გაიზარდა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.

ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ ასეთი ოთხი პუნქტი განთავსდება. 

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოშიც, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი ამ კლინიკის ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 18 პირი.

"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება, სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის", - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system