თავში

თეთრიწყაროში ყველა გამშვები პუნქტი გაუქმდა

თეთრიწყაროში ყველა გამშვები პუნქტი გაუქმდა
თეთრიწყაროში ყველა გამშვები პუნქტი გაუქმდა

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.

გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია, მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესებში ჩართულ ყველა პირსა თუ უწყებას, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის“, - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7, ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 872 პირს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system