თავში

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება დაიწყო

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება დაიწყო
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება დაიწყო

თბილისში, თევდორე მღვდლის 38 ნომერში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. აფეთქების ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დრომდე გრძელდება დასუფთავების სამუშაოები. ითვლიან ზარალს. 

შემთხვევის ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს. 

"გუშინდელი სამუშაოების შემდეგ ჩართულია ყველა სამსახური, სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  გამოძიება დაწყებულია. მიმდინარეობს კორპუსის დეტალების გამაგრება. ვაგრძელებთ დასუფთავებით სამუშაოებს და ვიზუალური დათვალიერებით ვნახავთ, არის თუ არა კიდევ რამე გასამაგრებელი უსაფრთხოებისთვის. ადგილზე იმყოფება დიდუბის რაიონის გამგეობა, პროცესში ჩართულია სამხარაულის ბიურო. "- განაცხადა გამგებლის მოადგილე ზვიად უგულავამ.

შეგახსენებთ, თევდორე მღვდლის 38 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა. ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 77 წლის მამაკაცი,რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15 ოჯახი სასტუმროსა და დროებით, ალტერნატიულ საცხოვრებელშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system