თავში

თიკა ფაცაცია: სამი შვილის დედა ვარ, მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას, როგორ იცხოვროს?

თიკა ფაცაცია: სამი შვილის დედა ვარ, მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას, როგორ იცხოვროს?
თიკა ფაცაცია: სამი შვილის დედა ვარ, მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას, როგორ იცხოვროს?

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ონლაინსწავლასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

მომღერლის თქმით, ის სამი შვილის დედაა და უჭირს გამოსავლის მოძებნა მაშინ, როცა სამივე მათგანი სწავლობს და თითოეულს საკუთარი სივრცე და ტექნიკა სჭირდება.

„სამი შვილი მყავს, პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა… რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ? ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან, ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს….. როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა????? მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს??? მაინტერესებს, რა პასუხი აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“- წერს ფაცაცია. 

ცნობისთვის, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად განახლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system