თავში

ტიკარაძე: ექიმების უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა

ტიკარაძე: ექიმების უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა
ტიკარაძე: ექიმების უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დროს მედიკოსების დაინფიცირების ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ექიმებს არა ერთი ტრენინგი აქვთ გავლილი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს ეყრდნობა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა, რომ ექიმების უსაფრთხოება იყოს დაცული. 

"ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება მე აქ, თქვენს გვერდზე არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული იმ პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგს, რომელი პროტოკოლებიც არის სრულიად გაზიარებული და დაყრდნობილი მსოფლიოს პრაქტიკაზე და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტზე. 

რა თქმა უნდა ის, რომ თქვე იყოთ დაცულები, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას.

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას, ვინაიდან მხოლოდ ეს კომუნიკაცია და ჩვენი ეს ერთობა არის იმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევძლებთ, რომ ეს პატარა ქვეყანა დაამარცხებს ამ გლობალურ უხილავ მტერს, რომელიც covid ინფექციის სახით არის გავრცელებული მსოფლიოში,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრი ამ წუთებში სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეკრებილ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system