თავში

ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს ავშან ხანის შეხვდა. მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე. 

გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. 

მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდს ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. 

"გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესი და სოციალური საკითხები განვიხილეთ. გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუნიზაციის პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასა და ტელემედიცინის დანერგვას", - განაცხადა მინისრტის მოადგილე, თამარ გაბუნიამ. 

გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. 

"მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იყო ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა ვაქცინაცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. სანიტარული ნორმების დაცვა და პირბადის ტარება პანდემიის შეკავებას ძალიან უწყობს ხელს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის გაძლიერებაზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ავშან ხანიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system