თავში

ტიკარაძე: ლეტალობით საქართველო საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა

ტიკარაძე: ლეტალობით საქართველო საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა
ტიკარაძე: ლეტალობით საქართველო საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოში ინფექციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რადგან ინფექცია გავრცელების აღმავალ ფაზაშია.

მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, საქარართველო კორონავირუსით გარდაცვლილთ მაჩვენებლით საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა.

"რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ყოველდღიურად ვაცხადებთ 30-ზე მეტ გარდაცვალების შემთხვევას, თუმცა როდესაც ამის ანალიზი კეთდება, თუნდაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, (ვალდებულება გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგინოთ როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი) საქართველო საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა ლეტალობის თვალსაზრისით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მაჩვენებლით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანაში 45-ე ადგილს იკავებს და ასწრებს მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system