თავში

ტიკარაძე: მალე გვექნება მასობრივი ტესტირების რესურსი

ტიკარაძე: მალე გვექნება მასობრივი ტესტირების რესურსი
ტიკარაძე: მალე გვექნება მასობრივი ტესტირების რესურსი

გვაქვს მოლაპარაკებები აგრესიული ტესტების საქართველოში გამოყენებასთან დაკავშირებით  – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება იმ ქვეყნების გამოცდილებას, ვინც მსგავსი ტესტირებით ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეძლო. 

„კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. გვქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოს დონეზე როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან. გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება აგრესიული ტესტების კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system