თავში

ტიკარაძე: ყოველი მომდევნო რიცხვი რეკორდული იქნება

ტიკარაძე: ყოველი მომდევნო რიცხვი რეკორდული იქნება
ტიკარაძე: ყოველი მომდევნო რიცხვი რეკორდული იქნება

გადავალთ იმ რეჟიმზე, როდესაც ყოველი მომდევნო რიცხვი რეკორდული მაჩვენებელი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ ფაქტმა მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება არ უნდა გამოიწვიოს.

"დღეს გვაქვს მაღალი მაჩვენებელი და ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყოველი მომდევნო რიცვი იყოს რეკორდული მაჩვენებელი. ეს მოლოდინი გვაქვს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ ამ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს შემთხვევითობა არ იყოს და ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. ჩვენი ინფიცირებულთა გამოთვლის მოდელი მაქსიმალურად ზუსტია, რაც საშუალებას გვაძლევს მეტად მომზადებულად შევხვდეთ ინფიცირებულ პაციენტებს. დღეის მონაცემებით პირვლადი მედიცინის სექტორში დადებითი დინამიკა გვაქვს. ჩვენ დავამატეთ რამდენიმე ზარის მიმღები ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე რაოდენობრივი მონიტორინგი გაუმჯობესდა", - განაცხადა ტიკარაძემ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system