თავში

ტიკარაძე: ყველას შეეძლება პირადი ნომრით გაიგოს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი

ტიკარაძე: ყველას შეეძლება პირადი ნომრით გაიგოს ვინ არის მისი ოჯახის
ტიკარაძე: ყველას შეეძლება პირადი ნომრით გაიგოს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი

ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ შესაბამისად მათ საკონტაქტო ნომრებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საიტზე ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი.

"ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურდება ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ შესაბამისად მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ, სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system