თავში

ტიკარაძე: საექიმო რესურსი ლიმიტირებულია

ტიკარაძე: საექიმო რესურსი ლიმიტირებულია
ტიკარაძე: საექიმო რესურსი ლიმიტირებულია

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სექტორი მზადაა გაუმკლავდეს პანდემიას. ამისათვის არსებობს საკმარისი ტექნიკური რესურსი, თუმცა, ექიმების რაოდენობა ქვეყანაში ლიმიტირებულია. 

"ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის ზომა, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში“, -  განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system