თავში

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად პაციენტების გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება. 

მისი განცხადებით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა. 

"მამაკაცი, რომელიც გარდაიცვალა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო 57 წლის. მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებულია. თუმცა, თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა პაციენტს აღენიშნებოდა, რომელიც ბოლო 24 საათში გარდაიცვალა" - განაცხადა ტიკარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით დღეს ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 32 ადამიანი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა და 2054 გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system