თავში

ტიკარაძე: ველოდებით ტურისტებს, უსაფრთხო დასვენებისთვის

ტიკარაძე: ველოდებით ტურისტებს, უსაფრთხო დასვენებისთვის
ტიკარაძე: ველოდებით ტურისტებს, უსაფრთხო დასვენებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით, ძიმე სექტორში ლეტალობა 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით შემცირდა.

მინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, უზრუნველყოფს თავისი დასაქმებულის უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას.

„მძიმე სექტორში, სადაც იყო სამშენებლო ტრავმები და ასევე ბევრი ლეტალური შემთხვევებია, ჩვენ 2019 წელს გვქონდა საკმაოდ კარგი შედეგი, რაც ნიშნავს იმას, რომ 24%-ით შემცირდა მსგავს გარემოში ლეტალობა, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში ჩვენ 35%-ით შევამცირეთ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად ლეტალობა ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეწყობა შრომითი ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. დღესდღეობით ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურას და მსგავს სფეროს, როგორიც არის შრომითი ინსპექცია, შეუძლია, იყოს კერძო სექტორის პარტნიორი და არა სადამსჯელო ორგანო. 

დღეს ჩვენ საკმაოდ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, უზრუნველყოფს თავისი დასაქმებულის უსაფრთხოებას და შემდეგ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორისთვისაც. სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვან სექტორში, რომელიც არის ტურიზმი საქართველოში, ჩვენ შევქმენით ძალიან უსაფრთხო გარემო ჩვენი ტურისტებისთვის, რის შედეგადაც თამამად ვაცხადებთ, რომ საქართველო არის კოვიდისგან თავისუფალი ზონა და ასევე უსაფრთხო. ველოდებით ჩვენს ტურისტებს, რომ უსაფრთხოდ დაისვენონ ჩვენს საკურორტო ზონებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system