თავში

ტიკარაძე: ვირუსთან ბრძოლაში 15 საავადმყოფოს დავამატებთ

ტიკარაძე: ვირუსთან ბრძოლაში 15 საავადმყოფოს დავამატებთ
ტიკარაძე: ვირუსთან ბრძოლაში 15 საავადმყოფოს დავამატებთ

ჩვენ შეგვიძლია დამატებით 6 616 საწოლს გავუკეთოთ მობილიზაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მართვაში ამ დროისათვის 57 საავადმყოფოა ჩართული და დამატებიტ კიდევ 15 საავადმყოფოს ჩართვა იგეგმება.

"კორონავირუსის შემთხვევა ჩვენ დღეს გვაქვს 1709. ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი, მობილიზებული არის 4639 ადგილი იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომლებიც დრეს ჩართულები არიან კორონავირუსის პანდემიის მართვაში და ასეთია 57 საავადმყოფო. ამასთან ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამატებით მობილიზაცია გავუკეთოთ 6616 საწოლს და ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, რის შედეგადაც, ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ დამატებით 15 საავადმყოფო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის1,709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16 904 -ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 20 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 273 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system