თავში

თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა

თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა
თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

როგორც თინა ხიდაშელის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არაა, თუმცა არც სახარბიელო.

„თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს, ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ. მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა, ვერ იქნებიან კონტაქტზე“,-აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system