თავში

თინა თოფურია აკადემიკოსი არ არის - მეცნიერებათა აკადემია

თინა თოფურია აკადემიკოსი არ არის - მეცნიერებათა აკადემია
თინა თოფურია აკადემიკოსი არ არის - მეცნიერებათა აკადემია

ფარმაკოზედამხედველობის, სამედიცინო და სარეგულაციო საქმეთა მენეჯერი, ელისო კოკაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისგან მიღებულ ოფიციალურ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომეოპათი და ცნობილი ანტივაქსერი თინა თოფურია, რომელიც თავს აკადემიკოსს უწოდებს, არ არის ამ ოფიციალური უწყების აკადემიკოსი.

„როგორც ვვარაუდობდი, ჰომეოპათ თინა თოფურიას აკადემიკოსის სტატუსი არ გააჩნია, მეტიც, როგორც ქალბატონი თინა, ასევე სხვადასხვა მედიასაშუალება არღვევს კანონს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ.

კერძოდ, თავი II. მუხლი 3. პუნქტი 5.-ის თანახმად „დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად, ან წევრ-კორესპონდენტად, ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.

ამ კანონის თანახმად, დაუშვებელია, ქალბატონი თინა იწოდებოდეს აკადემიკოსად, ვინაიდან ის არ არის სახელმწიფო ლეგიტიმაციის მქონე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არც ნამდვილი წევრი -აკადემიკოსი, არც წევრ-კორესპონდენტი, არც საპატიო აკადემიკოს“, – წერს ელისო კოკაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system