თავში

ტინი კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ

მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ
ტინი კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ

"მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე. ახლა არჩევნების ორგანიზება აჩვენებს, რომ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, გვქონდეს ნაკლები დემოკრატია, პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება მეტი დემოკრატია", - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ტინი კოქსმა განაცხადა.  

"ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები ამ კამპანიის დაფინანსების და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს. საქართველო დიდი ხანია, ევროსაბჭოს წევრია და მას ნებაყოფლობით აქვს აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას“, - განაცხადა ტინი კოქსმა.“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system