თავში

,,თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!" - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

,,თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია!" - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს
,,თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია! - ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს. ექიმი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ რესპირაციული სიმპტომების შესახებ ინფორმაცია არ დამალონ.

,,კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა

ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია!!!

შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდინფექციის და სხვა ვირუსული ინფექციების!!! ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოს და სუნის შეგრძნების დათრგუნვის, ზოგადი სისუსტის დროს, დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან!!! 

P.S ისე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია?(მტრებს გავახარებ, ხალხი გაიგებს და სირცხვილია...)ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი!!! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას!!! ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები!!!", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system