თავში

თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა - "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის"

თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა - "გირჩი - მეტი "
თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა -  გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" შეფასებით მთავრობას ღია სივრცეში უპირბადოდ გადადგილბის შეზღუდვის არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია.

მათივე თქმით, ხარვეზია ასევე იმ მუხლში, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეში პირბადის არმქონე ადამიანებს აჯარიმებენ.

"ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა რეალურად ჭრიდეს პრობლემებს და მავნებლური შეზღუდვებით შემოსავლის გარეშე, ვალებში არ ტოვებდეს ასობით ათას მოქალაქეს, შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, რისი შედეგიც უამრავი დაჯარიმებული მოქალაქეა.


თუმცა, გარდა იმისა, რომ მთავრობის ამ შეზღუდვებს არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია, ქართული პოლიციის ქმედებები არსებული არაადამიანური კანონებითაც კი გაუმართლებელია.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის 368-ე დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირი უნდა დაჯარიმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლის მიხედვით კი, დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნა.

აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, აკრძალულია ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, დარღვევისთვის სანქცია არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა

მოვუწოდებთ საქართველოს დე ფაქტო მთვრობას და შსს-ს, შეწყვიტონ უკანონო ქმედება და ისედაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დამატებითი უსამართლო ხარჯების დაკისრება.

მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა", 
- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის გატარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უსამართლო კანონების მორჩილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system