თავში

თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას - მაია ცქიტიშვილი

თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას - მაია ცქიტიშვილი
თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას - მაია ცქიტიშვილი

ცხადია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის მარტივი არაპოპულარული ღონისძიებების მიღება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მსუბუქ შეზღუდვებზეც კი, ეს არის დისკომფორტი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან, ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის.

„კარგად გვესმის, რომ თითოეული შეზღუდვა ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. საბედნიეროდ, ამ ორი თვის განმავლობაში, წარმატებით შევძელით ინფექციის გავრცელების მართვა, რამაც მოგვცა თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ჩვენ უფრო გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ვიდრე ეს შეიძლება უნდოდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ასეთ დესტრუქციულ ძალებს არ შეიძლება არ ესმოდეთ თუ რამდენად სახიფათოა დაუმორჩილებლობისადმი მოწოდებები და იმ განცდის შექმნა, რომ პანდემია თითქოს აღარ არსებობს, რომ მსოფლიომ პანდემია უკვე დაამარცხა და ამიტომ, არ გვჭირდება არანაირი შეზღუდვა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დღეში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოს 30-40 შემთხვევა გვქონდა და ძალიან სწრაფად მოხდა შემდგომ ვირუსის გავრცელება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს დაგეგმილზე ადრე აუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system