თავში

"თქვენი ფასი არის 0, ეთერში მაინც არ გინახავთ ატირებული ადამიანები?" - ნინო ჯანგირაშვილი

"თქვენი ფასი არის 0, ეთერში მაინც არ გინახავთ ატირებული ადამიანები?" - ნინო ჯანგირაშვილი
თქვენი ფასი არის 0, ეთერში მაინც არ გინახავთ ატირებული ადამიანები? - ნინო ჯანგირაშვილი

ბოდიში პოლიტიკოსებო, ცოტა ხნით თქვენს ზეამაღლებულ მიზნებს და ყოფას უნდა მოგწყვიტოთ: ვინმეს გიფიქრიათ ამ დღეებში, რა ტრაგედია ტრიალებს იმ ადამიანების გულში და ოჯახში, ვისაც ახლა დელისთან არბევენ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი წერს.

"ეთერში მაინც არ გინახავთ ატირებული ადამიანები? თქვენი აზრით ასაკოვანი ქალები იმიტომ ვაჭრობენ სიცივეში ქუჩაში რომ ასე ეხალისებათ? მათი აყრა და უკანასკნელი სარჩოს წართმევა ნორმალური ამბავია ხო? თუ არ გცალიათ ამისთვის? აბა რა, საღამოს ეთერებში უნდა დასხდეთ და ჩააანალიზთ თეორიები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესები, ხალხი როგორ უნდა გამოიყვანოთ ქუჩაში და ა.შ. უბედურება ის არის, რომ პოლიტიკის მთავარ ფიგურებად საკუთარი თავი მიგაჩნიათ და მართლა, გულწრფელად აღარ გესმით რისთვის ხართ პოლიტიკაში. მიგაჩნიათ, რომ ხალხი უნდა იყოს თქვენთვის და არა თქვენ ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რით შეიძლება დაეხმაროს ამ ადამიანებს. ნუუუუ, გარევაჭრობა ხომ “ტეხავს“. თქვენს სნობურ სამყაროში ასეა. დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას არ გააჩნია ხედვა, როგორ უნდა მოგვარდეს ამ ადამიანების პრობლემა. ისევე, როგორც სხვა უამრავი ადამიანის უამრავი პრობლემა. ხოდა, თქვენი ფასი არის 0. ვისაც ჭირდებით, იმისთვის არ ხართ და ნეტა ვის რაში ჭირდებით საერთოდ" - წერს ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის, დელისის მეტროს მიმდებარედ დღეს ხმაური იყო. მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. ინსპექციის თანამშრომლების თქმით, გარემოვაჭრეები კანონს არღვევენ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო საქმიანობას არ შეწყვეტენ, დაჯარიმდებიან.

მოქალაქეები კი ამბობენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ და გარე ვაჭრობი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system