თავში

თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე სკოლის, მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია Report.ge-ს სკოლის დირექტორმა, ნანი გიორგაძემ დაუდასტურა.

დირექტორის თქმით, ბავშვის დაინფიცირების წყარო მისი უფროსი ძმაა, რომელსაც კორონავირუსი კვირას დაუდასტურდა. ამის გამო, მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია. 

ნანი გიორგაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესის შეწყვეტა ან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის იზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ არსებობს.

სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system