თავში

ტოჩინოშინის მარცხი

ტოჩინოშინის მარცხი
ტოჩინოშინის მარცხი

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ათი შეხვედრის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ოთხი მოგება და ექვსი წაგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ხუთიდან ოთხი ბრძოლა უნდა მოიგოს.

ხვალ გორგაძე კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე გამართული თორმეტი ბრძოლიდან ექვსი აქვს მოგებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system