თავში

თოფაძე: 15 წელიო რომ გავიგე, შემეცოდა, ამდენი არ ეუკთვნის იმ ბავშვს

თოფაძე: 15 წელიო რომ გავიგე, შემეცოდა, ამდენი არ ეუკთვნის იმ ბავშვს
თოფაძე: 15 წელიო რომ გავიგე, შემეცოდა, ამდენი არ ეუკთვნის იმ ბავშვს

"დამირეკოს როცა უნდა და მე მათ შევხვდები,"- ასე გამოეხმაურა Report.ge- სთან ბიზნესმენი გოგი თოფაძე, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მომხდარის გამო თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის.

რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, ეს მისი საქმე არ არის, თუმცა სასჯელის ზომად 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ის საჭიროდ არ მიიჩნევს. 

"მგონი გადავრჩით. ვუსმინე ნინოს კომენტარს, დამირეკავს ალბათ, მოვა და შვილიც მოვა, დამირეკონ როცა უნდათ და მე მათ შევხვდები. ამ ქალბატონს მე კარგად ვიცნობ. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, ეს ჩემი საქმე არ არის, მე არ მომითხოვია. 7 დან 15 წლამდე სასჯელი არ ეკუთნის მაგ ბავშვს, მე ასე ვიცი. მე თვითონ ვნახავ დედას და მის შვილს, ალბათ მოვლენ თვითონ და ნახავენ, მე რამდენად უკან დავიხიე. მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ითვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 - 4 წელს. რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და ის ბიჭი და დე­და­მი­სი", - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system