თავში

თოფაძე: დამანებოს ამ ქალმა თავი, რას მირეკავს ყოველდღე

თოფაძე: დამანებოს ამ ქალმა თავი, რას მირეკავს ყოველდღე
თოფაძე: დამანებოს ამ ქალმა თავი, რას მირეკავს ყოველდღე

დამანებოს ამ ქალმა თავი რას მირეკავს ყოველდღე, - ეს განცხადება ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ნინო ჟვანიასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ბიზნესმენმა report.ge-ს განუცხადა, თუ ნინო ჟვანია მას თავს არ დაანებებს ცუდად წაუვა საქმე.

"გითხარით ერთხელ, რას მირეკავს ეს ქალი ყოველდღე, ჭკუით იყოს თუ უნდა, რომ სამ-ოთხ წელში იყოს შვილთან, თუ არა და ცუდად წაუვა საქმე. ასე გადაეცით,"- განაცხადა გოგი თოფაძემ report.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავესზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system