თავში

თოფაძე: შვილიშვილის მეგობარს დაურეკა და მან ამოიყვანა სახლში

თოფაძე: შვილიშვილის მეგობარს დაურეკა და მან ამოიყვანა სახლში

ჩემი შვილიშვილის მეგობარს დაურეკა და იმან ამოიყვანა მეოთხე სართულზე, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბუსა ჟვანიას არ იცნობს და ვარაუდობს, რომ მისი შვილიშვილიც არ იცნობდა.  

"მდგომარეობა არ დასტაბილურებულა, დღეს პირველად გაახილა თვალი. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა უკეთ გახდა, მაგრამ 4-5 დღეში გვეტყვიან ექიმები რეალურად როგორია მისი მდგომარეობა. 4 ჭრილობა მიაყენა ჩემ შვილს და მერე გაიქცა, რაში ამართლებს ვინმე, ის არის მკვლელი და არ არის ეს პირველი შემთხვევა. შვილიშვილი კინაღამ მომიკლეს და ვის დაველაპარაკები?! ტყუილად ნუ ცდილობთ, რომ რაიმე დავუთმო. დღეს 5 საათი ვიყავით პოლიციაში, ყველაფერი შეამოწმეს და ალბათ ხვალ-ზეგ მოუწევს თავის მართლება. ის რომ დაჭრილი ყოფილიყო, როგორც ახლა იბრალებს, ვერ გაიქცეოდა ისე, როგორც გაიქცა. ნუ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად ჩაივლის, მე ჯერ კიდევ არ ვიცი ჩემი შვილი მორჩება თუ არა. პოლიცია რომ მოვიდა, დილიდან საღამომდე ეძებდა დანას და ვერ ნახა, ეტყობა დანა წაიღო. იმ ღამეს, დაურეკა ჩემი შვილიშვილის მეგობარს, ის ჩამოვიდა და აიყვანა მეოთხე სართულზე ის, ვინც დაჭრა მერე ჩემი შვილიშვილი. ის ბიჭი, ჩემი შვილიშვილის მეგობარიც იქ იყო, იმ სისხლიან ოთახში და ტიროდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვლიშვილი არ იცნობდა ამის ჩამდენს, არც მე ვიცნობ. ყველა აჩერებდა, მაგრამ ვერ შეაჩერეს, კინაღამ ცოლიც მომიკლა. რას უკავშირდებოდა ეს შემთხვევა არ ვიცი, მე მას არ ვიცნობ, მის მშობლებს ვიცნობდი," - განაცხადა გოგი თოფაძემ "ტელეკომპანია პირველთან".

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system