თავში

თოლორაია: დარწმუნებული ვარ ლუკა სირაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

თოლორაია: დარწმუნებული ვარ ლუკა სირაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
თოლორაია: დარწმუნებული ვარ ლუკა სირაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს, რის გამოც, ეს პირი ბრალდებულის სახით პროკურატურის მიერ პასუხისგებაში იქნა მიცემული",- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შევქმენით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამჟამად საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system