თავში

თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ პაციენტთა მზარდ ნაკადს

თორნიკე: გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ პაციენტთა მზარდ ნაკადს
თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ პაციენტთა მზარდ ნაკადს

"დროებითი შუალედური შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ ვითარების დასტაბილურება, შევინარჩუნოთ კონტროლი, რაც მოგვცემს საშუალებას, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ დავასტაბილუროთ მდგომარეობა", - ამის შესახებ აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს და უახლოეს პერიოდში რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

უკვე 500-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს როგორც ხარისხის კუთხით მონიტორინგს, ასევე კონტროლის შენარჩუნებას და დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არის დროებითი და შუალედური, შეგვაძლებინებს, მაქსიმალურად მალე დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა. თუმცა, მინდა, განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ აქვს არც ერთ ბათუმელს, რეგიონის მცხოვრებელს. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავუმკლავდეთ მზარდ ნაკადებს და ყველა საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო სერვისის გარეშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system