
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Sinopharm-ით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში აიცრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ სიცოცხლის გადარჩენა.
"დღეს გავიკეთე ვაქცინა, თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ამ მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა", - განაცხადა რიჟვაძემ.