თავში

ტორპედოში" არსებული პირობების გამო ფეხბურთელები თამაშზე უარს აცხადებენ

ტორპედოში" არსებული პირობების გამო ფეხბურთელები თამაშზე უარს აცხადებენ
ტორპედოში არსებული პირობების გამო ფეხბურთელები თამაშზე უარს აცხადებენ

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს აცხადებენ.

ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას ინვესტორის გამოჩენამდე არ აპირებენ. მათი თქმით, კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„3–4 თვეა ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა ბოლომდე გადაგვერჩინა კლუბი, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის. ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია, ხუთი თვე რომ ხელფასი რა აგიღია ერთი თვე რას უშველის. ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს, ეს არის ჩვენი მზიანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიციაც არის ის, რომ თუ გამოჩნდება ინვესტორი, მაშინ დაბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტიურად“, – აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე.

ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად, ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ მოეხდინა, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system