თავში

თოთხმეტ დევნილ ოჯახს ხაშურში ბინები გადაეცა

თოთხმეტ დევნილ ოჯახს ხაშურში ბინები გადაეცა
თოთხმეტ დევნილ ოჯახს ხაშურში ბინები გადაეცა

ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბინები გადასცა.

ახალი ბინების გასაღები მათ მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს.

სამინისტროს ცნობით, ბინები დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდეს.

საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი დაიხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system