თავში

თოვლჭყაპი და ნისლი - 8 აპრილის ამინდის პროგნოზი

თოვლჭყაპი და ნისლი - 8 აპრილის ამინდის პროგნოზი
თოვლჭყაპი და ნისლი - 8 აპრილის ამინდის პროგნოზი

8 აპრილს სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ცივ და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისში ღამით +4 გრადუსი იქნება, დღისით კი +6 გრადუსი. მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი.

ბათუმში ღამით +8, დღისით კი +15 გრადუსი იქნება. წვიმაა ზუგდიდშიც, ღამით +7, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი. ქუთაისში ღამით +8, დღისით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

თელავში, ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +4 გრადუსი და თოვლჭყაპი იქნება. +2 გრადუსი, თოვლჭყაპი და ნისლი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +3. სიღნაღში ღამით +1, დღისით კი +2 გრადუსი და თოვლჭყაპი იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +13 გრადუსი სითბო იქნება. ცაგერში ღამით +4 გრადუსი, დღისით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. -4 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +9 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system