თავში

თოვლის და ლიპყინულის გამო გზებზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან

თოვლის და ლიპყინულის გამო გზებზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან
თოვლის და ლიპყინულის გამო გზებზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან

თოვლის და ლიპყინულის გამო გზებზე შეფერხებებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შეზღუდვები ვრცელდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

"გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,"-ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

შეზღუდვები მოქმედებს ასევე ალპანა-ცაგერის გზაზე. ინტენსიური თოვის გამო ჭომა-შოვის გზა ჩაიკეტა. შეფერხებებია შროშა-ზესტაფონის გზაზე. რამდენიმე საათით მოძრაობა შეჩერებული იყო ზესტაფონის შესასვლელთან, სადაც ინტენსიური თოვის გამო მანქანები ვერ გადაადგილდებოდნენ და 5 კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system