თავში

ტყიბულის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტყიბულის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტყიბულის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტყიბულის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, მერია კი ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

"კორონავირუსი ტყიბულის მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. დეზინფექცია და შესაბამისი ღონისძიებები უკვე ჩატარდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების მოსაძიებლად. რამდენიმე თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ნაწილი, როგორც პრემიერმა განაცხადა, დისტანციურად მუშაობს, ვისი ადგილზე მუშაობაც აუცილებელია რჩება სამსახურში და ასრულებს თავის დაკისრებულ ვალდებულებას,"- განუცხადეს report.ge-ს მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system