თავში

ვინც საწინააღმდეგოს იტყვით, დაიბლოკებით - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

ვინც საწინააღმდეგოს იტყვით, დაიბლოკებით - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე
ვინც საწინააღმდეგოს იტყვით, დაიბლოკებით - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კოვიდის მართვის პროცესში ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ქვეყანაში "ფაიზერის" შემოტანით მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. 

მისივე შეფასებით, შეერთებული შტატები, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის დოზები გვაჩუქა, საქართველოსთვის ნამდვილი მეგობარია. 

„ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მთავრობა თავის საქმეს აკეთებს, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარგი რაღაცაც გააკეთა. ყველაზე მაგარი რამ კი აშშ-ის მთავრობამ გააკეთა - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელები ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან. ვინც რაიმე საწინააღმდეგოს იტყვის ჩემს „ფეისბუკზე“, დაიბლოკება. რასაც ამერიკა ჩვენთვის აკეთებს, არავის გაუკეთებია, ესაა მეგობრობა. ჩვენგან კი სამაგიეროდ ისეთს არაფერს ითხოვს - მხოლოდ დემოკრატია იყოს, გვეუბნებიან, ბიზნესი აკეთეთ, იცოცხლეთ, დიქტატურას ნუ ჩამოაყალიბებთო, მეტი არაფერი" - ამბობს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system