თავში

ტყუილად გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ - რას წერს ინფიცირებული პედაგოგი

ტყუილად გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ - რას წერს ინფიცირებული
ტყუილად გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ - რას წერს ინფიცირებული პედაგოგი

კორონავირუსით ინფიცირებული პე­და­გო­გი ნა­თია მა­ნია, Facebook-ზე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­ს შე­სა­ხებ წერს:

"გა­მარ­ჯო­ბა, მის­ტერ ჯონ­სონ, მე ლა­უ­რა ვარ... - რა­ტომ­ღაც ეს რეკ­ლა­მა მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში, მთე­ლი დღეა... ჰოდა, გა­მარ­ჯო­ბათ, ხალ­ხო, მე კო­რო­ნა მაქვს. დღეს და­მი­რე­კა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა. და სა­თი­თო­ოდ რომ არ ვუ­პა­სუ­ხო, დავ­პოს­ტავ ბა­რემ. გავ­ტეხ კი­დევ ერთხელ მარ­ხვას, იქ­ნე­ბა და ხვალ რა ხდე­ბა?! და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში და ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ.

ესე იგი, და­ვი­წყოთ: სამ­შა­ბათს რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ვა­ცე­მი­ნე სკო­ლა­ში და კო­ლე­გამ იხუმ­რა: ა, კო­რო­ნაო. მო­ვე­დი სახ­ლში, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და პირ­და­პირ ჩავ­წე­ქი. დაღ­ლი­ლო­ბა კო­რო­ნას ერთ-ერთი სიმპტო­მია, მაგ­რამ მე თვე-ნა­ხე­ვა­რია, სულ დაღ­ლი­ლი და გა­სა­ვა­თე­ბუ­ლი ვარ და სკო­ლის მერე თით­ქმის ყო­ველ ჯერ­ზე სა­წოლ­ში ვდურ­თავ ხოლ­მე თავს, ასე რომ ამ დაღ­ლი­ლო­ბას და უე­ნერ­გი­ო­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­რო­ნას ვერ და­ვაბ­რა­ლებ. მერე შე­მამ­ცივ­ნა და ძვლე­ბის თუ სახ­სრე­ბის ტეხა-მტვრე­ვის შეგ­რძნე­ბა მქონ­და, აი გრი­პის წინ რომ იცის. მერე ამი­წია სი­ცხემ ნელ-ნელა და ავი­და 38,6-მდე. მერე ცო­ტა­თი ამ­ტკივ­და თავი. მერე კბი­ლე­ბი თუ ღრძი­ლე­ბი თუ ყბის ძვა­ლი, არ ვიცი ზუს­ტად, აი გრი­პის დროს რომ ყვე­ლა კბი­ლი თუ ღრძი­ლი გტკი­ვა, აი ეგრე. ოდ­ნა­ვი სის­ვე­ლე მაქვს ცხვირ­ში, მაგ­რამ ცხვირ­სა­ხო­ცი არ მჭირ­დე­ბა. ვსუნ­თქავ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. არ მახ­ვე­ლებს. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. სი­ცხე დი­ლა­ო­ბით არ მაქვს. მერე ნელ-ნელა იწევს მაღ­ლა, მაგ­რამ 37,5-ზე მაღ­ლა არ ადის. ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას ვერ ვგრძნობ, მაგ­რამ არც მკვდა­რი ვარ. ანა­ლი­ზის აღე­ბის დღეს ფან­ჯრე­ბი დავ­წმინ­დე, მა­გა­ლი­თად. არა­ფერს არ ვსვამ. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს რა­ი­მეს და­ლე­ვა­ზე. გუ­შინ დავ­ლიე პა­რა­ცე­ტა­მო­ლი­ა­ნი ჩაი, კბი­ლე­ბი რომ მტკი­ო­და, იმი­ტომ და გა­მი­ა­რა ეგ­რე­ვე. PCR ტეს­ტი ავი­ღე, სი­ცხემ რომ ამი­წია, მე­ო­რე დღეს­ვე, ანუ გუ­შინ. პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და დღეს. და­დე­ბი­თი. დავ­რე­კე 112-ში, იმათ სა­დღაც გა­დამ­რთეს, იქ, სა­დაც გა­დამ­რთეს, ჩა­ი­წე­რეს ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი და ოჯა­ხის ექი­მი და­გი­რე­კავთ, და­ე­ლო­დე­თო. ექიმს ჯერ არ და­უ­რე­კავს. ან შე­იძ­ლე­ბა მი­რე­კავ­და და პა­უ­ზა ვერ მი­პო­ვა, არ ვიცი სა­მა­გი­ე­როდ და­მი­რე­კეს სა­მი­ნის­ტრო­დან და რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­კი­თხეს. მე ვუ­თხა­რი, რომ სახ­ლში ბევ­რნი ვართ და მათ შო­რი­საა 81 წლის მა­მა­ჩე­მი და კარ­გიო, ჩა­ვი­წერ­თო, რომ კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­დას­ვლა გინ­დაო. მი­თხრეს, ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი გქონ­და, ყვე­ლა გა­აფრ­თხი­ლე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნე­ნო. მეც გა­ვაფრ­თხი­ლე. თუ ვინ­მე და­მა­ვი­წყდა, აგერ ხართ და გაფრ­თხილ­დით.

ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლი­დან აღარ გა­დი­ან. მე ოთა­ხი­დან არ გავ­დი­ვარ. უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და, რა თქმა უნდა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის­გან გა­და­მე­დო. აზ­რზე არ ვარ. და­დას­ტუ­რე­ბულ კო­ვი­დი­ან­თან არ მქო­ნია შე­ხე­ბა. მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და სი­ცხე ჩემ გარ­შე­მო და მან მი­ი­ღო რე­კო­მენ­და­ცია, გა­ი­კე­თოს ტეს­ტი. მისი პა­სუ­ხი ჯერ არ ვიცი. ისე, ვინც იცის ჩემი სამ­სა­ხუ­რი, დიდი დი­ღო­მი-მარ­ნე­უ­ლი-სა­დახ­ლოს გზა­ზე ვარ გა­კი­დე­ბუ­ლი კვი­რა­ში ოთხი დღე და სამ ტრან­სპორ­ტს ვიც­ვლი და აბა მე რა ვიცი, რა სად და რო­დის...

სხვა რა ვი, რა გა­ინ­ტე­რე­სებთ და და­ვა­მა­ტებ. P.S. ფლიზ, ნუ და­უ­რე­კავთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, ძაან ცო­დო­ე­ბი არი­ან, მთე­ლი დღე ერ­თსა და იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ღე­ჭა­ვენ ყვე­ლას­თან. P.P.S. თუ გა­ცი­ე­ბუ­ლი ხართ და გა­ცე­მი­ნებთ და გგო­ნი­ათ, რომ რის­კის ქვეშ არ ხართ, რად­გან კო­რო­ნას ცე­მი­ნე­ბა არ ახა­სი­ა­თებს, იცო­დეთ, რომ ტყუ­ი­ლად გგო­ნი­ათ. სამი დღეა, მა­ცე­მი­ნებს, იშ­ვი­ა­თად, მარა მა­ინც. და არ მახ­ვე­ლებს. მარ­ტო ტეს­ტის აღე­ბის დროს და­მახ­ვე­ლა, რად­გან მაგ დროს ცხვირ­ში გრძე­ლი ჩხი­რი შეჰ­ყავთ და ხვე­ლა გი­ტყდე­ბა. ჰო, ბო­დი­ში და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბის დაწ­ვრი­ლე­ბი­თი აღ­წე­რის­თვის, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გამო დავ­წვრილ­მან­დი ასე ძა­ლი­ან," - წერს 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system