თავში

ტრაგედია რუსთავში - 19 წლის გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა

ტრაგედია რუსთავში - 19 წლის გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა
ტრაგედია რუსთავში - 19 წლის გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა

რუსთავში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მინდორში მოხდა. 

"ოპელი-ს" მარკის ავტომობილს 19 წლის გოგო მართავდა, სავარაუდოდ მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადატრიალდა. 

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: "ინფორუსთავი"
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system