თავში

ტრაგედია ხობში - ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

ტრაგედია ხობში - ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა
ტრაგედია ხობში - ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

ხობში, 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით, ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა.

როგორც დედა ამბობს, შვილს სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. 

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ სასწრაფოს რომ არ დაეგვიანა, შესაძლოა, მისი შვილი გადარჩენილიყო. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და ,,დექსამეტაზონმაც" უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია.

ელისო ლომაიას 2 დღეში დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.

ინფორმაციას ტელეკომპანია ,,მთავარი" ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system