თავში

ტრანსპორტის გაჩერება ბოროტი გადაწყვეტილებაა - ანა დოლიძე

ტრანსპორტის გაჩერება ბოროტი გადაწყვეტილებაა - ანა დოლიძე
ტრანსპორტის გაჩერება ბოროტი გადაწყვეტილებაა - ანა დოლიძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, მინდოდა მეთქვა უტვინო, მაგრამ უტვინო გადაწყვეტილება ეს არ არის, ეს არის ბოროტი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ანა დოლიძემ Facebook პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტის შეჩერება პირდაპირი ომია მშრომელი ადამიანების წინააღმდეგ.

"ეს არის ბოროტი გადაწყვეტილება მშრომელი ხალხის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე გავაპროტესტე, როგორც მშრომელი მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა. ეს არის მზაკვრობა, სიბოროტე და პირდაპირი ომი მშრომელი ადამიანების წინააღმდეგ. რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ხელისუფლება? - იმიტომ, რომ ისინი არ წარმოგადგენენ თქვენ, ვინც ამ ტრანსპორტით მოძრაობს. ისინი მოძრაობენ, "პრადოებით" და სხვა ძვირადღირებული ავტომობილებით, შესაბამისად მათ არ ადარდებთ ათასობით ადამიანის ინტერესი ,რომელიც მოძრაობს საზოგადებრივი ტრანსპორტით და სულ არ ადარდებთ მივა თუ არა უამრავი ადამიანი სამსახურში", - აცხადებს ანა დოლიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system