თავში

ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია, შაბათ-კვირას მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესაებ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

როგორც report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, უსაფრთხოების მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ყოველ დღე ტარდება. მერიაში განმარტავენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, ტრანსპორტი კვლავ 21:00 საათამდე იმუშვებს. 

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება. 

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system