თავში

ტრაგედია ზუგდიდში - ბავშვს ავტომობილით დედა დაეჯახა

ტრაგედია ზუგდიდში - ბავშვს ავტომობილით დედა დაეჯახა
ტრაგედია ზუგდიდში - ბავშვს ავტომობილით დედა დაეჯახა

9 წლის ბავშვი, რომელსაც ავტომანქანა საკუთარ სახლთან დაეჯახა, გარდაიცვალა. დაშავებულ გოგონას 2 სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

უბედური შემთხვევა ზუგდიდის სოფელ ტყაიაში მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, ბავშვს დედა დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. 

გარდაცვლილის დედა ქუთაისის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system