თავში

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩაიკეტა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში შესვლა და გამოსვლა PCR ტესტირების პასუხების გარეშე აიკრძალა. 

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, ვინაიდან კონტაქტების წრე ფართოა და მათი დადგენის პროცესი მიმდინარეობს, სოფლების ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება დადგა.

ამ დროისთვის 350 მდე ადამიანია გატესტილი და ეპიდემიოლოგები ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. 

შაქარაშვილის განცხადებით, ვიდრე ჩაკეტილი სოფლები არ გაიხსნება, სურსათითა და მედიკამენტებით თემს სადისტრიბუციო კომპანიის მანქანები მოამარაგებენ.

დღეს ცაგერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system