თავში

ცაგერის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა
ცაგერის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სახლი და დამხმარე ნაგებობები სრულად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების ეკიპაჟები. ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე გამოეხმაურა და დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღუთქვა.

"უმძიმესი ფაქტია ბანძელაძეების ოჯახისთვის, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება, ამ უდიდესი მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system